06:48 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1349)
120 0 0

ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა, ასევე რა ზარალი მიადგა კერძო მესაკუთრეებსა და იმ მოვაჭრეებს, რომლებსაც ბაზრობაზე მაღაზიები ან დახლები აქვთ

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კეჩის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება პირველი არხი.

ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია.

ამ დროისთვის უცნობია, რამდენი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა, ასევე რა ზარალი მიადგა კერძო მესაკუთრეებსა და იმ მოვაჭრეებს, რომლებსაც ბაზრობაზე მაღაზიები ან დახლები აქვთ. ამ დროისთვის ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა.

ადგილზე რვა სახანძრო ჯგუფი მუშაობს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1349)

მთავარი თემები