13:05 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (855)
96 0 0

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს მისსავე საცხოვრებელ სახლში სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით  მიაყენა და მიიმალა

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 15 თებერვალს მოხდა.  ბრალდებულმა   ყოფილ მეუღლეს, 24  წლის ქალს  მისსავე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა და მიიმალა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი  ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გარდაბანში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ მოკლა >>

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (855)

მთავარი თემები