ისანში მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთევან წამებულის ქუჩაზე შუახნის მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიაყენეს. დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი იდენტიფიცირებულია

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ისანში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებში დაწყებული კონფლიქტი დაჭრით დასრულდა.

შუახნის მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი იდენტიფიცირებულია.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0