დოლიძის ქუჩაზე ბიზნესმენის მკვლელობა: პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა სამართალდამცველებს მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2018 წელს დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე 26 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამაკაცი ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო
თბილისში დოლიძის ქუჩაზე ბიზნესმენი ჩაცხრილეს

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 42 წლის ბიზნესმენი ლევან სიგუა ჩაცხრილეს. შემთხვევა 2018 წლის 11 აგვისტოს, ღამით, დოლიძის ქუჩის 29 ნომერში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სიგუას საცხოვრებელ სახლთან ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ ხუთი ტყვია ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის ოქტომბერში დაკავებულია სამი პირი. გარდა ამისა, 2019 წელს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და ამ დრომდე იძებნება ორი პირი.

ბრალდებულმა სამართალდამცველებს მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში, მოწმის სახით გამოკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

გამოძიება ანგარებით ან პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დამნაშავეების გამოსავლენად და დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0