ტრაგედია აბაშაში: 41 წლის მამაკაცს ხე დაეცა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი მეზობლის ეზოში ხეს ჭრიდა, რა დროსაც მოჭრილი ხე დაეცა და მძიმედ დაშავდა. ის აბაშის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. აბაშის მუნიციპალიტეტში 41 წლის მამაკაცს მოჭრილი ხე დაეცა და გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა სოფელ ძველ აბაშაში გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მეზობლის ეზოში ხეს ჭრიდა, რა დროსაც მოჭრილი ხე დაეცა და მძიმედ დაშავდა. ის აბაშის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0