სამცხე-ჯავახეთში 44 წლის მამაკაცი ოჯახური ძალადობისთვის დააკავეს

© photo: Sputnikძალადობა
ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სოფელ სვირის მკვიდრს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული 44 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
ოჯახური ძალადობა ახმეტაში: ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა მიესაჯა

ჯ.გ.-ს ოჯახური ძალადობა და ოჯახის წევრებზე მუქარა ედება ბრალად. ახალქალაქის რაიონის სოფელ სვირის მკვიდრმა 11 წლის შვილის თვალწინ ცოლი სცემა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი – ძალადობისა და მუქარის მუხლით აღიძრა. ბრალდებულს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0