მაშველებმა მესტიაში უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

© МВД ГрузииСпасательная операция у грузино-российской границы
Спасательная операция у грузино-российской границы - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ მაშველებმა თეთნულდის მწვერვალიდან ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ მოყოლილი ჩეხეთის მოქალაქე გადაარჩინეს. მას ხელების მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. მესტიაში უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi-2.

უშგული - Sputnik საქართველო
სვანეთში უკრაინელ ტურისტს ეძებენ

უკრაინელი ტურისტი თეთნულდის მწვერვალიდან ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ გუშინ მოყვა. ტურისტს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციის თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

სამაშველო სამუშაოები დღეს, დილით განახლდა და მაშველებმა ზვავში მოყოლილი გარდაცვლილი ტურისტი იპოვეს.

გუშინ მაშველებმა თეთნულდის მწვერვალიდან ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ მოყოლილი ჩეხეთის მოქალაქე გადაარჩინეს. მას ხელების მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას დადებითად აფასებენ.

ყველა ახალი ამბავი
0