სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სენაკის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა. უბედური შემთხვევის შედეგად მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0