სვანეთში უკრაინელ ტურისტს ეძებენ

© photo: Sputnik / Vakho Naverianiუშგული
უშგული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ მაშველებმა ზვავში მოყოლილი ჩეხი ტურისტი დროულად ამოიყვანეს, უკრაინის მოქალაქის სამძებრო ოპერაცია კი ამ დრომდე გრძელდება.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. მესტიაში უკრაინის მოქალაქეს ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სვანეთი, ხედი თეთნულდის მთიდან ზამთარში - Sputnik საქართველო
მაშველებმა მესტიაში ზვავის ქვეშ მოყოლილი ტურისტი გადაარჩინეს

გუშინ მაშველებმა თეთნულდის მწვერვალიდან ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ მოყოლილი ჩეხეთის მოქალაქე გადაარჩინეს. რაც შეეხება მეორე ტურისტის, უკრაინის მოქალაქის სამძებრო ოპერაციას, იგი ამ დრომდე გრძელდება.

თავიდან ტურისტებმა უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზვავში კიდევ ერთი ადამიანი მოყვა, თუმცა მოგვიანებით მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოაჩინეს მოთხილამურის სრული აღჭურვილობა, მათ შორის GPR-ის მოწყობილობა, რომელიც უკრაინელ ტურისტს ეკუთვნის. უკრაინელი ტურისტი ნომერში ამ დრომდე არ გამოჩენილა.

რაც შეეხება ჩეხ ტურისტს, მას ხელების მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0