Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ხულიგნური პრანკი: ახალგაზრდებმა მეტროში კორონავირუსის შეტევა გაითამაშეს – ვიდეო

© photo: Sputnik / Anna Ratkoglo / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსი
კორონავირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულია პრანკის მხოლოდ ერთი „გმირი“, ხოლო მისი თანამზრახველები იძებნებიან.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ დააკავა ახალგაზრდა, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად მოსკოვის მეტროში გაითამაშა სცენა, თითქოს კორონავირუსით ინფიცირების გამო შეტევა დაემართა.

როგორც რუსეთის შსს-ს ოფიციალური წარმომადგენელი ირინა ვოლკი აცხადებს, ახალგაზრდა მეტროს ვაგონში შევიდა და მგზავრების თვალწინ მოულოდნელად ძირს გაიშოტა, რის შემდეგაც კონვულსიების იმიტაცია დაიწყო. ამის პარალელურად მისი თანამზრახველები ხმამაღლა ყვიროდნენ კორონავირუსის საფრთხეზე და ხალხში პანიკას თესდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულია პრანკის მხოლოდ ერთი „გმირი“, ხოლო მისი თანამზრახველები იძებნებიან. 

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, ამ დროისათვის ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 908 ადამიანს, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40 171 კაცს შეადგენს. საავადმყოფოებიდან გაწერილია 3281 პაციენტი. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 187 500 ადამიანს, რომლებსაც ინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ. 

ყველა ახალი ამბავი
0