12:33 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1429)
94 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის მოქალაქე ახალგაზრდა ქალს Nissan-ის მარკის ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც ასევე ეგვიპტის მოქალაქე მართავდა

თბილისი, 9 თებერვალი - Sputnik. ლანჩხუთში ავტომობილი ეგვიპტის  მოქალაქეს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის მოქალაქე ახალგაზრდა ქალს Nissan-ის მარკის ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც ასევე ეგვიპტის მოქალაქე მართავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითი გზის გადაკვეთს ცდილობდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები სახეზე და ფეხზე აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოიყვანეს პაციენტი, 32 წლის ქალბატონი, პაციენტს აღენიშნებოდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ჭრილობა მარჯვენა მუხლის არეში. ჩაუტარდა მკურნალობა, ამჟამად პაციენტი გაწერილია ბინაზე”, – განაცხადა კლინიკა  „მედალფას“ მენეჯერმა რევაზ კვერენჩხილაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რაც ავტომობილის ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1429)

მთავარი თემები