საქართველოს სამ რეგიონში ვალუტის გადამცვლელები უკანონოდ მუშაობდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაულში მხილებულ პირებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე.

გამოძიების ცნობით, დანაშაულში მხილებული პირები სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისთვის თავის არიდების მიზნით ახორციელებდნენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0