ნარკოდანაშაულისთვის ფოთში 38 წლის მამაკაცი დააკავეს

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს 26 შეკვრად დაფასოებული „მეტადონი" და 5 შეკვრა „კოკაინი" აღმოაჩნდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ოც წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ფოთში 38 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 26 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი" და 5 შეკვრა „კოკაინი" აღმოაჩნდა.

განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0