თბილისში მოპედის ქურდობისთვის 43 წლის პირი დააკავეს

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს, მოპარული მოპედი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ნასამართლევმა 43 წლის ბრალდებულმა თბილისში, თამარ მეფის გამზირზე გაჩერებული, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს, მოპარული მოპედი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარ ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0