ბათუმში დასუფთავების სამსახურის მანქანა 81 წლის ქალს დაეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით აღიძრა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 81 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".

ავტოსაგზაო შემთხვევა კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების კვეთაზე დღეს, დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითად მიმავალ ხანდაზმულ ქალს დასუფთავების სამსახურის მანქანა დაეჯახა.

„მძღოლი გამოკითხვაზე იმყოფება. შემთხვევის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა. კადრებში ნათლად არ ჩანს, დაეჯახა თუ უკვე გარდაცვლილს გადაუარა“, – განაცხადა სანიტარული დასუფთავების მონიტორინგის სამსახურის უფროსმა შოთა თოდაძემ.

ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0