სამართალდამცველებმა ოზურგეთში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია, ბრალის დადასტურების შემდეგ კი მას ახალი სასჯელი – პატიმრობა ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით ელოდება.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქალაქ ოზურგეთში ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 24 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს ბრალდებული ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტს თავს დაესხა, ცივი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი მომხდარიდან რამდენიმე დღეში ოზურგეთში დააკავა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0