პოლიციამ მაღაზია „სპარის" თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედის ჩხრეკისას მას დასაკეცი დანა, პნევმატური იარაღი და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი აღმოუჩინეს.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში მაღაზია „სპარის" თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

შემთხვევა გუშინ, საღამოს ლუბლიანის ქუჩაზე მოხდა. ბოროტმოქმედმა ამ ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ქსელ „სპარის" თანამშრომელი, 24 წლის ახალგაზრდა ორი დღით ადრე მომხდარი კონფლიქტის გამო დაჭრა.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელი დააკავეს

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ დამნაშავის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დასაკეცი დანა, პნევმატური იარაღი და ასევე გადაჭრილი ორლულიანი თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0