ტრაგედია კახეთში: ავარიას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ყვარლის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 24 წლის მამაკაცი და მისი სამი წლის შვილი დაიღუპნენ, ხოლო ერთი პირი მძიმედ დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „კახეთის ხმა".

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ტრაგედია ქვიშხეთთან: ავარიის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაჰყავთ

შემთხვევა ველისციხე–ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

ამ დროისათვის დაშავებული ახლაგაზრდა სხეულის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავტომობილში მყოფი სამივე ადამიანი სოფელ ველისციხის მკვიდრია. ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებულ სიჩქარეს ასახელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ყველა ახალი ამბავი
0