გავიდნენ და არ დაბრუნებულან: რამდენი ადამიანი დაიკარგა საქართველოში 2019 წელს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ქუჩებში
თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეისათვის საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 1000 ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დროს დაიკარგა

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. 2019 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი მიანიჭეს 195 ადამიანს, ნათქვამია შსს-ს მასალებში.

„უჭმელობისგან დაუძლურებულია“ – საბერძნეთში დაკარგული ქართველი გოგო შოკურ მდგომარეობაშია >>

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში ჯარისკაცი დაიკარგა – ოჯახი შველას ითხოვს

უწყების მონაცემებით, 195 ადამიანიდან იპოვეს 133, აქედან ათი მათგანი გარდაცვლილი იყო.

ნაპოვნი ადამიანებიდან ოთხი იყი ბელგიის მოქალაქე, ორი - საუდის არაბეთის, ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის, რუსეთის და იორდანიის თითო მოქალაქე. ყველა მათგანი ცოცხალია.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის პოლიციამ ვერ იპოვა 16 წლამდე ასაკის შვიდი ბავშვი. გარდა ამისა, სამართალდამცველები ეძებენ:

უგზო-უკვლოდ დაკარგულები  ასაკი
12 ადამიანი  61 წელს ზემოდ
5 ადამიანი  17-დან 24 წლამდე
25 ადამიანი 25–დან 44 წლამდე
13 ადამიანი 45-დან 60 წლამდე

შსს-ს მონაცემებით, სულ 1973 წლიდან 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოში უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაახლოებით 6000 ადამიანი, ნაპოვნია დაახლოებით 5000.

ამასთან, გასულ წელს პოლიციამ 2019 წლის 1 იანვრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულთაგან 69 ადამიანი იპოვა.

დღეისათვის საქართველოში ათასი ადამიანი იძებნება: 208 ქალი და 792 მამაკაცი, რომლებიც სხვადასხვა დროს დაიკარგნენ. აღსანიშნავია, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული ყოველი მესამე დედაქალაქში ცხოვრობდა.

ყველა ახალი ამბავი
0