თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუმ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მომხარი მიწისძვრის დროს 4 დაღუპულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, იუწყება РИА Новости.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ელაზიგის პროვინცია ქალაქ სივრიჯში ადგილობრივი დროით 20:55 საათზე 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
WATCH: Strong earthquake in eastern Turkey causes several buildings to collapse; no word on casualties pic.twitter.com/v1UGZIhTFN
— BNO News (@BNONews) January 24, 2020
„მიწისძვრის დროს ოთხი ჩვენი მოქალაქე გარდაიცვალა – ორი პროვინცია მალათიაში და ორი პროვინცია ელაზიგში“, – განაცხადა სოილუმ ტელეკომპანია NTV–ს ეთერში.
საგანგებოს სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების სააგენტოს ინფორმაციით, დაზარალებულ რეგიონში კარვები და თბილი პლედები გააგზავნეს.
#elazığ Elâzığ Malatya da #deprem in Korkunç Yüzü😲😢 pic.twitter.com/lrPBr0a6Nm
— Merkez (@MerkeziProfiL) January 24, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრში 10 შენობა დაინგრა.
ჯერჯერობით უცნობია დაშავებულთა შორის იყვნენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები, განუცხადეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში.