დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს ერთი პირი, რომელიც წარსულში ნასამართლევია.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულ-მკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.

დოდო გუგეშაშვილი - Sputnik საქართველო
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობა: ცნობილია საქმის ახალი დეტალები

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დოდო გუგეშაშვილი შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, აფხაზეთის ომის ვეტერანი და ყოფილი შეიარაღებული სამხედრო ფორმირება „მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერია. ოჯახის ახლობლები უარყოფენ, რომ შემთხვევა შეიძლება "მხედრიონის" წარსულს უკავშირდებოდეს.

ყველა ახალი ამბავი
0