სამეგრელოში ახალგაზრდა ქალი გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

© Sputnik / STRINGERზუგდიდის საავადმყოფო
ზუგდიდის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავადმყოფი 19 იანვარს შევიდა გრიპისთვის დამახასიათებელი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით და შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარების შემდეგ ის ქუთაისში გადაიყვანეს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

გარდაცვლილის ნათესავების ინფორმაციით, გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფო „უნიქალ მედიში" გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც უშედეგო აღმოჩნდა.

მათი თქმით, გოგონა ქუთაისიდან თბილისში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ავადმყოფი 19 იანვარს შევიდა გრიპისთვის დამახასიათებელი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით და შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარების შემდეგ ის ოჯახთან მოლაპარაკებით ქუთაისში გადაიყვანეს.

ქალი სამედიცინო ნიღბით - Sputnik საქართველო
გრიპის კიდევ ერთი მსხვერპლი ორსული გახდა

რაც შეეხება გრიპის ვირუსით მომართვიანობას, მედიკოსების თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მომართვიანობა გაზრდილია, საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 46 ადამიანი მკურნალობს.

ქვეყანაში ამ დროისთვის შემთხვევების 80%-ში ცირკულირებს B ტიპის ვირუსი, დაახლოებით 10%-ია A ტიპის H1N1, დანარჩენი 10% კი რინოვირუსებია.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის დეკემბერ–იანვარში საქართველოში გრიპის ვირუსი H1N1, ე.წ. „ღორის გრიპი" მძვინვარებდა, რომლის გართულების ნიადაგზე 22 ადამიანი გარდაიცვალა.

ფრთხილად, ვირუსი! სპეციალისტები მშობლებს აფრთხილებენ>>

ამ დროისთვის საქართველოში H1N1 ვირუსისგან ლაბორატორიულად დამტკიცებული სიკვდილის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. არის კიდევ ლაბორატორიულად დაუდასტურებელი შემთხვევები.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0