23:59 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1126)
104 0 0

ადვოკატებმა სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს. მათი განცხადებით, არ არსებობს ბრალდებულთა მიერ მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გავრცელებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადვოკატებმა  სასამართლოს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართეს. მათი განცხადებით, არ არსებობს ბრალდებულთა მიერ მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა და ბრალდებულებს კვლავ პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდების მხარემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე არ დაადასტურა ერთ-ერთი ადვოკატის ინფორმაცია, თითქოს ორმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. საქმის პროკურორის თქმით, არც დღევანდელ სხდომაზე და არც საგამოძიებო უწყებისთვის ადვოკატს ეს ინფორმაცია არ მიუწოდებია და მსგავს საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

სკანდალური საქმის დეტალები

არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღების საქმის გახსნის შესახებ საქართველოს შსს-მ 2019 წლის 19 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის აშშ-ისა და ავსტრალიის მოქალაქეები. გამოძიებამ დაადგინა, რომ უცხოელებმა თბილისში ნაქირავებ ბინებში გახსნეს არალეგალური ფოტოსალონები, სადაც შემდგომი რეალიზებისთვის პორნოგრაფიულ მასალას იღებდნენ. სულ საქმეზე დაკავებულია 24 ადამიანი. დაზარალებულია 8-დან 14 წლამდე ასაკის 23 არასრულწლოვანი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ მშობლებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შვილები თავად მიჰყავდათ კონსპირაციულ ბინაში, რომელიც თბილისში აშშ-ის მოქალაქეს დაქირავებული ჰქონდა და იქ არალეგალური ფოტოსალონი ჰქონდა გახსნილი. აქ ამზადებდნენ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეომასალას ბავშვების მონაწილეობით, შემდგომში საზღვარგარეთ გასაყიდად.

პორნოგრაფიული ფოტოსესიისთვის უცხოელები 500-დან 3 ათას ლარამდე თანხას იხდიდნენ.

პოლიციამ დააკავა ასევე იმ სკოლის პედაგოგი, სადაც ბავშვები სწავლობდნენ. გამოძიების მონაცემებით, მასწავლებელი აქტიურად მონაწილეობდა ბავშვების შერჩევაში და აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1126)

მთავარი თემები