05:22 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში (110)
77 0 0

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელით.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა 32 და 35 წლის მამაკაცები ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 110 აბი „მეტადონის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე ჰეროინის და „მეტამფეტამინის" შემცველი ნარკოტიკები.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილების „ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (110)

მთავარი თემები