04:45 18 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1104
  • 100 RUB4.5283
  • USD2.8678
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1266)
137 0 0

მოსახლეობა საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალდებებს უყენებს და ირწმუნება, რომ სახელმწიფო მოხელემ წყლის მილს მიმართულება თვითნებურად შეუცვალა და საკუთარ ტერიტორიაზე გაიყვანა.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ნინოწმინდაში, საკრებულოს თავმჯდომარეს სუმბატ კიურეღიანსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპრება სასმელი წყლის გამო მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაშავდა.

მოსახლეობა საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალდებებს უყენებს და ირწმუნება, რომ სახელმწიფო მოხელემ წყლის მილს მიმართულება თვითნებურად შეუცვალა და საკუთარ ტერიტორიაზე გაიყვანა. საპირისპირო ვერსია აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც კონფლიქტის მიზეზად ჩაფინიანების ოჯახთან პირად უთანხმოებას ასახელებს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ამ ოჯახთან კონფლიქტი 2013 წლიდან გრძელდება.

როგორც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში ადგილობრივები ყვებიან, მათ „ფეოდალურ წყობილებაში“ უხდებათ ცხოვრება.

ადგილობრივების განმარტებით, საძოვრების მსგავსად, საკრებულოს თავმჯდომარემ სუმბატ კიურეღიანმა მათ სასმელი წყალიც შეუწყვიტა.

„წყლის პრობლემა ნამდვილად გვაქვს. ყოველწლიურად ირიცხება თანხა და არ დაადგა საშველი. რვა წელია აქ ვცხოვრობ. არის ჭაბურღილები, რომლიდანაც საერთოდ არ შეიძლება დალევა“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ვითარება ადგილზე იმდენად დაიძაბა, რომ მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ხვალ ქუჩის აქციები დაანონსა. ხვალვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორელოვკაში მოსახლეობასთან შეხვდრის გამართვას აპირებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1266)

მთავარი თემები