გორში 45 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს

თბილისი, 19 იანვარი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 45 წლის მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა სოფელ ორთაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 200 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს მონაცემებით, მძიმე ნარკოტიკები საქართველოში აღმოსავლეთის ქვეყნებიდან „ფონიჭალის არხიდან“ ხვდება. ევროპიდან საქართველოში ე.წ. კლუბური ნარკოტიკები ჩამოაქვთ, და ნარკოტიკების გავრცელება-გასაღების მთავარი არხია - გაყიდვები ინტერნეტის მეშვეობით.

ყველა ახალი ამბავი
0