05:36 20 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0701
  • 100 RUB4.4678
  • USD2.8422
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1267)
283 0 0

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ის პოლიციის თანამშრომელს სილის გარტყმით დაემუქრა

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. პოლიციამ თბილისში დააკავა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პარტიზანი მებაღეების“ ლიდერი ნატა ფერაძე, რომლის დაკავების კადრები მის Facebook-გვერდზე გავრცელდა.

პროკურატურასთან აქციაზე ზვიად კუპრავა დააკავეს >>

თბილისის ცენტრში უცნობი პირები თავს დაესხნენ ტრანსგენდერებს, რის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. იქვე იმყოფებოდა ფერაძე, რომელიც მომხდარს ტელეფონზე იღებდა და პოლიციელების ქმედებებს აკრიტიკებდა.

ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია ერთ-ერთ ტრანსგენდერს, ხოლო ფერაძე პირდაპირ ეუბნება პოლიციის თანამშრომელს, რომ თუ ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს ტრანსგენდერს სიმშვიდისკენ, ის მას სილას გააწნავს. ამ სიტყვების შემდეგ ფერაძე დააკავეს.

შსს-ში ფერაძის ადმინისტრაციული წესით დაკავება „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის“ დაადასტურეს. ის ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1267)

მთავარი თემები