მუქარა და ხულიგნობა: ანრი ოხანაშვილზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა

© Parliament of Georgiaანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც ცნობილია, ვახტანგ რობაქიძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული ახალი პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ წევრია.

თბილისი, 18 იანვარი - Sputnik. ვახტანგ რობაქიძეს, რომელიც დეპუტატ ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფისთვის არის დაკავებული, ბრალი დაუმძიმდა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლს, რომელიც მუქარას გულისხმობს, ახლა 239-ე მუხლიც დაემატა, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო
გინება და მუქარა: „ქართული ოცნების" დეპუტატი და მისი ოჯახი აგრესიის მსხვერპლი გახდა

მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და მისი ოჯახი რამდენიე დღის წინ აგრესიის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც ოხანაშვილი  სამ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ვახშმობდა. რობაქიძე იმავე რესტორანში იმყოფებოდა და დეპუტატსა და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა. დამნაშავე ადგილზე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ვახტანგ რობაქიძეს 15 იანვარს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა. ადმინისტრაციული სახდელის ვადა უკვე ამოიწურა.

როგორც ცნობილია, ვახტანგ რობაქიძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული ახალი პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ წევრია.

ყველა ახალი ამბავი
0