უცხოელი საქართველოს საზღვარზე ნახევარი კილოგრამი ოქროს უკანონო შემოტანას ცდილობდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოვლენილი საქონლის ღირებულება 36 210 ლარს შეადგენს. საბაჟოს გვერდის ავლით ნახევარ კილოგრამამდე ოქროს შემოტანის  ფაქტს კი ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ქუთაისის აეროპორტში მებაჟეებმა ნახევარ კილომდე  არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები  გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

კონტრაბანდა საქართველოში: არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები >>

გამოვლენილი საქონლის ღირებულება 36 210 ლარს შეადგენს.

მებაჟეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროულობა (480 გრამი) ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეა კანონდამრღვევი.

ყველა ახალი ამბავი
0