ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა თბილისში: ცხოველების პატრონებს აფრთხილებენ

გამოწერა
შინაური ცხოველები, თუ მათ აცრა დროულად არ ჩაუტარდათ, ცოფისგან დაზღვეული არ არიან და საფრთხეს წარმოადგენენ.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველების პატრონებს მოუწოდებს, დროულად ჩაუტარონ თავიანთ ბინადრებს აცრები.

ცოფიანმა ძაღლმა კახეთში ადილობრივი მოსახლეობა და ცხოველები დაკბინა>>

თვის განმავლობაში შემთხვევები ორ ადგილზე – სოფელ დიღომსა და ვაზისუბანში დაფიქსირდა. მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოველების დაძინების შემდეგ პათოგენური მასალა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ლაბორატორიაში გადაგზავნეს, კვლევამ დაადასტურა ცოფის ვირუსის არსებობა. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში ცოფის ვირუსი შინაურ ძაღლს დაუდგინდა.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, საკუთრებაში მყოფ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ჩაუტარონ ანტირაბიული ვაქცინაცია, პირველ ჯერზე 3 თვის ასაკში, ხოლო შემდეგ – ყოველწლიურად", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ანტირაბიული ვაქცინაცია მონადირე ჯიშის ძაღლების შემთხვევაში, რომლებიც უშუალო შემხებლობაში არიან გარეულ ცხოველებთან.

ძაღლები - Sputnik საქართველო
ცოფთან ბრძოლის დღე: საქართველოში ცხოველებს უფასო ვაქცინაცია ჩაუტარდებათ

თბილისში 2019 წელს ცოფის ვირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ვირუსთან ბრძოლას პროფილაქტიკისა და საკარანტინო ღონისძიებების მეშვეობით ერთობლივად ახორციელებენ სურსათის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერიასთან არსებული ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო.

ამ პროგრამის ფარგლებში დედაქალაქში ყველა ქუჩის ძაღლს უტარდება სპეციალური ვაქცინაცია, რის შემდეგაც ის ირგვლივ მყოფთათვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. აცრილი ძაღლის ამოცნობა ქუჩაში იოლია – მას ყურზე სპეციალური ჩიპი უკეთია.

ყველა ახალი ამბავი
0