ქობულეთში „სოკარის“ ოფისში დაცვის თანამშრომელი დააბეს და ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაჩაღური თავდასხმისას ბოროტმოქმედებმა თანხის წაღება ვერ შეძლეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. ქობულეთში, „სოკარ ჯორჯია გაზის“ ოფისში მძარცველები შეიჭრნენ და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის გატანა სცადეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე დღეს, გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დაცვის თანამშრომელი გაკოჭეს და ჩარიცხვის აპარატი გატეხეს, თუმცა თანხის წაღება ვერ შეძლეს.

ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0