ავარია თბილისში – დიდუბის ავტოსადგურთან ერთმანეთს სამი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ მათგანს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. თბილისში, დიდუბის ავტოსადგურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, ერთ-ერთ მათგანს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მედიკოსების განცხადებით, დანარჩენი დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

 

ყველა ახალი ამბავი
0