17:44 05 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6190
  • 100 RUB4.1656
  • USD3.0729
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1623)
105 0 0

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. თბილისში, დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1623)

მთავარი თემები