გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულ პირს ექვსი წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილ ქმედებებში ბრალდებულ პირს ექვსი წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
ერთ კილოგრამზე მეტი ჰეროინი – ირანის მოქალაქეს 13 წლით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ თ.წ.-მ  2018-2019 წლებში ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა. 

პოლიციამ ბრალდებული 2019 წლის 27 აპრილს დააკავა. მას ბრალდება სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) ოთხ ეპიზოდში წარედგინა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ყველა ახალი ამბავი
0