ვინ დაწვა საახალწლო ნაძვის ხე დედოფლისწყაროში

© photo: Sputnikნაძვისხე
ნაძვისხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამომძიებლები საახალწლო ნაძვის ხის დაწვასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, მათ შორის ეჭვი აქვთ სკოლის მოსწავლეზეც, თუმცა ამ დროისთვის ბრალი არავის არ აქვს წაყენებული.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ დედოფლისწყაროში მთავარი ნაძვის ხის დაწვაში ადგილობრივი სკოლის მოსწავლე გოგონა მონაწილეობდა, წერს გაზეთი „რეზონანსი".

დედოფლისწყაროს ცენტრალურ მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხე 1-2 იანვრის ღამეს დაიწვა, თუმცა მიზეზი უცნობია. გამოძიება მიმდინარეობს ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით. ერთ-ერთი ვერსიით, ეს სკოლის მოსწავლე გოგონამ ჩაიდინა.

ნაძვის ხის დაწვით მიყენებულმა ზარალმა 31 ათასი ლარი შეადგინა. გამოძიებას ბრალი ჯერ არავისთვის წაუყენებია.

მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დედოფლისწყაროს რაიონულმა ადმინისტრაციამ 2012 წელს შეიძინა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნაძვის ხეს „ტრაგიკული ბედი" ეწია – აქვე 2017 წელს ის ძლიერი ქარის გამო გადავარდა.

ყველა ახალი ამბავი
0