23:08 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
68 0 0

დაშავებული მაშველებმა კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ერთი ადამიანი დაშავდა თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცეცხლი მშვიდობის ხიდის სიახლოვეს მდებარე სამსართულიანი სახლის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. ბინის მეპატრონის განცხადებით, ბინა გაქირავებული იყო, ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვი გახდა.

დაშავებული სამაშველო ჯგუფმა შენობიდან გამოიყვანა, ის კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ტელეკომპანიის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა მუშაობს.

ბოლო ორი დღის განმავლობაში თბილისში ეს ხანძრის უკვე მესამე შემთხვევაა. გუშინ ცეცხლი გაჩნდა სამგორში, მეორადი ტექნიკის ბაზრობაზე და ქავთარაძეზე, სამშენებლო მასალების ბაზრობაზე.

მთავარი თემები