გლდანში ტექნიკის მაღაზია გატეხეს

გამოწერა
ბოროტმოქმედებმა მაღაზიიდან დაახლოებით 20 მობილური ტელეფონი წაიღეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ბოროტმოქმედებმა ტექნიკის მაღაზია გატეხეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავეებმა მაღაზია ღამის საათებში გატეხეს. მათ დაახლოებით 20 მობილური ტელეფონი წაიღეს. ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

ამოღებულია სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები. ზარალის ზუსტი ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0