გაგარინის ქუჩაზე ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი, მათ შორის ერთი – ტაქსი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილი დიდი სისწრაფით მოძრაობდა. მისი მძღოლი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთი ტაქსი იყო.

ქობულეთში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა>>

„პირველი არხის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რომლის მძღოლიც, სავარაუდოდ, ნასვამი იყო.

მიმდინარეობს გამოძიება ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის მუხლით. დაკავებულია ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი.

ყველა ახალი ამბავი
0