ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე ახლოს მდებარე გაზგაზამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრეებმა რეაგირება დროულად მოახდინეს

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საამშენებლო მასალების ბაზრობაზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

„ქავთარაძის N3-ში იყო ხანძარი. ცეცხლი გაუჩნდა მაღაზიას, სადაც ინახებოდა სამშენებლო მასალა. იწვოდა 350-400 დაახლოებით კვადრატულ მეტრამდე. გვერდით არის ორი ბენზინგასამართ სადგური. იყო ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 14 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება“, – განუცხადა ჟურნალისტებს სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0