სროლა კლუბთან თბილისში: ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოდან გაწერეს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს, რომელმაც ადვოკატზე უარი განაცხადა, ორშაბათს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალს წარუდგენენ.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ღამის კლუბ „ბასიანთან" სროლისას სამი დაშავებულიდან ერთი საავადმყოფოდან გაწერეს.

შაბათს, ღამით კლუბ „ბასიანთან" მამაკაცმა სროლა დაიწყო მას შემდეგ, რაც ის ღამის კლუბში არ შეუშვეს. ინციდენტის შედეგად დაშავდა ერთი ქალი და ორი მამაკაცი.

ღამის კლუბი „ბასიანი“ - Sputnik საქართველო
ღამის კლუბ „ბასიანთან“ სროლა იყო: ერთი პირი დაკავებულია, არიან დაჭრილები

ორ დაჭრილს გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა და ისინი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას.

ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე საკუთარ სახლთან დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, 23 ვაზნა და 6 დანა.

პირველი არხის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ. მან ადვოკატზე უარი განაცხადა.

გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების მუხლებით. დანაშაული ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0