12:52 09 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1634)
77 0 0

დაშავებულებს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები ზურგის და ქვედა კიდურების არეში აქვთ მიყენებული. მათგან ორი კლუბის თანამშრომელია, ერთი კი სტუმარი.

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. კლუბ „ბასიანთან“ დაჭრილი სამი ახალგაზრდიდან ერთმა საავადმყოფო უკვე დატოვა, დანარჩენ ორს კი ექიმები ამ დრომდე მკურნალობენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დღეს გამთენიისას კლუბ „ბასიანის" შესასვლელთან 39 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, სამი პირი დაჭრა და მიიმალა. მედიის ვერსიით, მან სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს. დაჭრილია ახალგაზრდა ქალი და ორი მამაკაცი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილების მდგომარეობა ახლა სტაბილურია. სამივე დაშავებული კლუბის თანამშრომელია. მათ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები ზურგის და ქვედა კიდურების არეში აქვთ მიყენებული.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის წარსულში ნასამართლევია. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1634)

მთავარი თემები