22:38 10 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6356
  • 100 RUB4.1811
  • USD3.0758
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1696)
10710

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, მშენებელი კომპანია კანონის სრული დაცვით მოქმედებს და სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც  მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელსა და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელ ლაშა ჩხარტიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

10 იანვარს ვარკეთილის ზემო პლატოზე, „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავა. მეორე დღეს კი საპროტესტო აქციის დროს ადგილობრივმა მოსახლეობამ ე.წ. საგუშაგო მოაწყო და  24-საათიან რეჟიმში მორიგეობა დაიწყო.

„ციხეში იქნებით კალაძესთან ერთად, ეგ არის თქვენი ბოლო, კანონიერად მოხვდებით ციხეში, სირცხვილია ხალხის ხარჯზე ფულის შოვნა“, - მიმართა კომპანიის წარმომადგენელს ლაშა ჩხარტიშვილმა.

საპასუხოდ, კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი ბენაშვილმა განაცხადა, რომ ლაშა ჩხარტიშვილის მხრიდან კანონზე ლაპარაკი სირცხვილი იყო.

გიორგი ბენაშვილის  განმარტებით, მშენებელი კომპანია კანონის სრული დაცვით მოქმედებს და სამუშაოები აუცილებლად გაგრძელდება.

ვარკეთილში, ანას ბაღთან გამართულ აქციაზე მოსახლეობამ 24 საათიანი „საგუშაგო“ მოაწყო >>

„კანონის სრული დაცვით ვმოქმედებთ, აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას, დავამთავრებთ მშენებლობას. 10-სართულიან შენობაზეა საუბარი, დაახლოებით წელიწადნახევარში უნდა დასრულდეს. ყველა საგზაო სტანდარტი დაცულია, არანაირ გზას არ კეტავს, არანაირი პრობლემა არ ექნება მოსახლეობას. ესენი არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას ხულიგნობით. კერძო მესაკუთრის უფლებას ზღუდავენ“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

„ანას ბაღის“ გადარჩენის კამპანიაში აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდა მწვანეები“.

თემები:
თბილისი დღეს (1696)

მთავარი თემები