როგორია კლუბ „ბასიანთან“ დაჭრილების მდგომარეობა

© Sputnik / STRINGERპაციენტები და ექიმები კლინიკაში
პაციენტები და ექიმები კლინიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს გამთენიისას კლუბ „ბასიანის" შესასვლელთან 39 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, სამი პირი დაჭრა და მიიმალა. მედიის ვერსიით, მან სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს.

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. თბილისში, ღამის კლუბ „ბასიანთან“ სროლის დროს დაჭრილი სამი პირიდან ორი სტაციონალურ მკურნალობას აგრძელებს, ერთის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია და კლინიკიდან მალე გაწერენ, იუწყება პირველი არხი.

როგორც ალადაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგმა, სულხან სამხარაძემ განაცხადა, ორ პაციენტს ჭრილობები ქვედა კიდურებზე აღენიშნებათ. მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

დაკავება - Sputnik საქართველო
კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა სამი პაციენტი, ერთი ახალგაზრდა ქალბატონი და ორი მამაკაცი. მათ აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი ჭრილობები კიდურებზე, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. ორი მათგანი აგრძელებს ამჟამად სტაციონალურ მკურნალობას, ერთის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. საშუალო სიმძიმის მდგომარეობებია. ორ მამაკაცს ქვედა კიდურებში აქვს დაზიანება, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრილია ზურგის მიდამოში. ახალგაზრდა მამაკაცს შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ აქვს და კლინიკას რამდენიმე საათში დატოვებს“, - განაცხადა  სულხან სამხარაძემ.

მისი თქმით, ოპერაცია დასჭირდა ერთ გოგონას და ერთ-ერთ მამაკაცს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს გამთენიისას კლუბ „ბასიანის" შესასვლელთან 39 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. მედიის ვერსიით, მან სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში შესვლაზე უარი უთხრეს. დაჭრილია ახალაგზრდა ქალი და ორი მამაკაცი.

ღამის კლუბ „ბასიანთან“ სროლა იყო: ერთი პირი დაკავებულია, არიან დაჭრილები >>

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0