ზუგდიდში მიკროავტობუსი ამოტრიალდა – არიან დაშავებულები

© photo: Sputnik / Nika Latariaზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად 7 კაცი დაშავდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად 7 კაცი დაშავდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდი-ყულიშკარის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს საბურავი გაუსკდა და ამოტრიალდა, რის შედეგადაც შვიდი მგზავრი დაშავდა.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ზუგდიდიდან.

შემთხვევა სოფელ ოდიშში დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდი-ყულიშკარის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს საბურავი გაუსკდა და ამოტრიალდა, რის შედეგადაც შვიდი მგზავრი დაშავდა. დაშვებულთაგან ოთხი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

მედიკოსების განცხადებით, ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0