09:14 04 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6021
  • 100 RUB4.1678
  • USD3.0719
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
152 0 0

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე არიან დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ვარკეთილის ზემო პლატოზე, „ანას ბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე პოლიციამ ოთხი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორიც.

ადგილობრივი მოსახლეობა „ანას ბაღის" ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად აპროტესტებდა კორპუსის მშენებლობას.

საპროტესტო აქციას სამშენებლო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი ბენაშვილი გამოეხმაურა. მისი აზრით, მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია, რადგან კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში აქვს. ბენაშვილი აცხადებს, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ტერიტორიაზე ნაკვეთები თვითნებურად აქვთ შემოღობილი და მათი დათმობა არ სურთ. ის საპროტესტო აქციების მომზადებაში „ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

კალაძე მშენებლობის წესების გამკაცრების მომხრეა>>

ოთხივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მთავარი თემები