ერთ კილოგრამზე მეტი ჰეროინი – ირანის მოქალაქეს 13 წლით პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა შეუფარდა ირანის მოქალაქეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან: ფონიჭალაში ექვსი მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დამტკიცდა, რომ ბრალდებული უკანონოდ შეძენილ, 1 კგ-ზე მეტი ოდენობის ნარკოტიკულ ნივთიერება ჰეროინს ინახავდა.

ირანის მოქალაქე საქართველოში 2019 წლის 4 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობას.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს მონაცემებით, საქართველოში ნარკოტიკები რამდენიმე გზით ხვდება. მძიმე ნარკოტიკები შემოდის აღმოსავლეთიდან, „ფონიჭალის არხის" გავლით. მეორე გზაა ინტერნეტი, მესამე – ევროპა, საიდანაც „კლუბური“ ნარკოტიკები შემოდის.

ყველა ახალი ამბავი
0