ვარკეთილში გარდაცვლილი მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო ბრალდებულის ადვოკატი კი თვლიდა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს გირაო უნდა შეფარდებოდა.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ვარკეთილში გარდაცვლილი 24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ ვახტანგ ბურძენიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

2 იანვარს, ვარკეთილში, დამპალოს სასაფლაოზე წურწუმია და მისი ძმა მ. ჩ. შეეცადნენ ავტომობილის გატაცებას, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელ ზურაბ ფოფხაძეს ეკუთვნოდა. ჩხუბის დროს ფოფხაძემ და მასთან ერთად მყოფმა ვახტანგ ბურძენაძემ წურწუმიას მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

დაკავება - Sputnik საქართველო
სისხლიანი ჩხუბი ვარკეთილის სასაფლაოზე: დაკავებულია კიდევ ერთი პირი

გამოძიება ვახტანგ ბურძენიძეს ედავება ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ასევე ჯგუფურად ცემას.

მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ბრალდების მხარის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ ბურძენიძე რამდენჯერმეა გამოკითხული, არსებობს მიმალვის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ბრალდებულის ადვოკატმა კი სასამართლო პროცესზე  გირაო  მოითხოვა. ადვოკატის განცხადებით, ის დაპირისპირებულების გაშველებას ცდილობდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
„ლელო": ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილი სახელმწიფო ინსპექტორმა უნდა გამოიძიოს

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალდების იმ ნაწილს, რომელიც გარდაცვლილი მურად წურწუმიას ჯანმრთელობის დაზიანებას ეხება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. რაც შეეხება მ. ჩ.-სთან დაკავშირებულ ეპიზოდს, რომელიც ირწმუნება, რომ სპეცრაზმელმა ის სცემა, ადვოკატის თქმით, ვახტანგ ბურძენიძე ამ ნაწილში ჩხუბში მონაწილეობდა, მაგრამ, მისივე განმარტებით, ეს ორმხრივი იყო.

საქმეზე ასევე დაკავებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ზურაბ ფოფხაძეც. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის თანამდებობას ჩამოაშორეს და პატიმრობაში მოათავსეს.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე მუხლის მეექვსე და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით („ჯგუფურად ჩადენილი  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“ და „ჯგუფურად ჩადენილი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა“), რაც 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0