22:37 11 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6138
  • 100 RUB4.1709
  • USD3.0743
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1052)
241 0 0

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს ვახტანგ ბურძენაძე - ვარკეთილის სასაფლაოზე ჩხუბის მეორე მონაწილე, რომლის შედეგად 24 წლის მურად წურწუმია გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

გამოძიების მონაცემებით, ჩხუბი 2 იანვარს მას შემდეგ დაიწყო, რაც წურწუმია და მისი თანმხლები მ. ჩ. შეეცადნენ ავტომობილის გატაცებას, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელ ზურაბ ფოფხაძეს ეკუთვნოდა. ჩხუბის დროს ფოფხაძემ და მასთან ერთად მყოფმა ვახტანგ ბურძენაძემ წურწუმიას მძიმე დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ზურაბ ფოფხაძე 6 იანვარს დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ის თანამდებობას ჩამოაშორეს და პატიმრობაში მოათავსეს.

როგორც მან სასამართლოში განაცხადა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფებმა წურწუმიამ და მ. ჩ.-მ მას ავტომობილი გასტაცეს და 15 მეტრის შემდეგ ბოძს შეეჯახნენ. ჩხუბი დაიწყო მას შემდეგ, რაც წურწუმიამ და მ. ჩ.-მ ავტომობილი დატოვეს.

რაც შეეხება ბურძენაძეს, ბოლო დრომდე ის მართლმსაჯულებას ემალებოდა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 117-ე მუხლის მეექვსე და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით („ჯგუფურად ჩადენილი  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“ და „ჯგუფურად ჩადენილი ცემა ან სხვაგვარი ძალადობა“), რაც 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1052)

მთავარი თემები