წყალტუბოში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

გამოწერა
შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს 65 წლამდე ასაკის ქალები გარდაცვლილი დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი სვანეთში – მესტიაში სახლი დაიწვა

გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში ამჟამად დევნილები ცხოვრობენ.

შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს 65 წლამდე ასაკის ქალები გარდაცვლილი დახვდათ.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე სამაშველო სამსახურის ოთხი ჯგუფი მუშაობდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0