21:38 29 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1871
  • 100 RUB4.6063
  • USD2.8929
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (723)
78 0 0

მებაჟე–ოფიცრებმა ძვირფასეულობა აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის ჩხრეკისას აღმოაჩინეს.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ "წითელ ხიდსა" და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ამოიღეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მებაჟე-ოფიცრებმა 62 ათას ლარამდე ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 444,37 გრამი) და ვერცხლის (4,18 გრამი) ნაკეთობები, ასევე ოქროს მონეტები ეჭვის საფუძველზე აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ბარგის ჩხრეკისას აღმოაჩინეს.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა, ჯამში 27 003 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (723)

მთავარი თემები